Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 202 ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება. 1. ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით; ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 202 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ან ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელის ან თანამშრომლის მიერ საეჭვო გარიგების მომზადების, დადების, შესრულების, დადების მცდელობის ან შესრულების მცდელობის შესახებ ინფორმაციის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდების ფაქტის გახმაურება, აგრეთვე გარიგების ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან (პირებთან) დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან/და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. |