Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 524 1. უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება. 2. პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან პრაქტიკოსი მეან-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება. 3. საექთნო ან მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის ან უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება. 4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ექთან-სპეციალისტის წოდება. |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 524 5. პირებს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონულ რეესტრში (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) აისახება. |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 524 8. პირებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება შესაბამისი მოწმობების გაცემით დასტურდება. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში აისახება. 9. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღო, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდეგ, ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. |
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 524 11. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვა, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მოპოვებული საქმიანობის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აღიარების შემდეგ. 12. ექთნისა და მეან-ექთნის სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება და სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |