FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

article  11

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
    ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“;
    ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“;
    გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების, რეიოდირების, ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ“;
    დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ“.
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

article  11

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი იოდირებული მარილის დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირების და შენახვის ეროვნული სტანდარტი.
3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის (საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის) ეროვნული სტანდარტი.