Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 5 ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი. 1. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის, შესაბამისად. |
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 5 2. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სამუშაოების განხორციელება, მათი მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ქვიშა-ხრეში) სარგებლობა, ტურიზმისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში ისეთი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. |