Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 3 შესწავლა. 1. პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა. შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის დადგენის, დემპინგის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენისა და მიყენებულ ზიანსა და დემპინგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენის მიზნით. |