Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 15 საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი. 1. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას. 2. სამი ან მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში. 3. ოთხი ან მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით). |
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 15 4. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) და საქართველოს სახელმწიფო გერბზე დიდი ზომის იყოს. 5. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა დაუშვებელია. 6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს საქართველოს სახელმწიფო გერბს ან საქართველოს სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი. 7. დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენება დაუშვებელია. 8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 15 9. საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის დარღვევით გამოყენება ან საქართველოს სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ფიზიკურ პირებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევებში ისინი საქართველოს სახელმწიფო გერბს შეუზღუდავად იყენებენ. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. |