FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  54

ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება.
1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა (შემდგომ − შეთანხმება) და ამ შეთანხმების დამატებითი ოქმის (შემდგომ − დამატებითი ოქმი) შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს ბირთვული იარაღისა და მასალის, აგრეთვე ატომური იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობის გაუვრცელებლობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია.
2. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს: ა)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტრუქტურებსა და უწყებებთან კოორდინაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსათვის შეთანხმებითა და დამატებითი ოქმით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად;
    ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის დროულად მიწოდება;
    გ) საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის განხორციელების, ასევე ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი დაშვების ხელშეწყობა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  54

დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მხარდაჭერა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად;
    ე) შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის, საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და დანერგვა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
3. დამატებითი ოქმის მოთხოვნების იმპლემენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით − „გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესი“.