FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  16

საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა.
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
    ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს;
    ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის  განხორციელებისთვის;
    გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს;
    დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  16

ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით;
    ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება;
    ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  16

2.  საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.