FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეწარმეთა შესახებ

article  67

შერწყმის/გაყოფის გეგმა.
1. შერწყმის შემთხვევაში შერწყმაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, შეძენით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოებისა და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, ხოლო დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო შეიმუშავებენ/შეიმუშავებს შერწყმის/გაყოფის გეგმას. ეს გეგმა ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის პირობებს.
2. შერწყმის/გაყოფის გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
    ა) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე მის და ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას, საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;
    ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობას და ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას, თუ ასეთი ანაზღაურება გამოიყენება;
    გ) შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში წილების გაცემასთან დაკავშირებულ პირობებს;
მეწარმეთა შესახებ

article  67

დ) თარიღს, რომლის დადგომიდანაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილები მათ მფლობელებს ანიჭებს უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სამეწარმეო საზოგადოების მოგებაში, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სპეციალურ პირობას, რომელიც გავლენას ახდენს აღნიშნულ უფლებაზე;
    ე) თარიღს, რომლის დადგომიდანაც შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების გარიგებები ბუღალტრული მიზნებისთვის გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების გარიგებებად მიიჩნევა;
    ვ) უფლებებს, რომლებსაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, აგრეთვე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებულ ზომებს;
    ზ) ყველა სარგებელს, რომლებიც ენიჭებათ/ენიჭება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე რომელიმე სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორებს ან დამოუკიდებელ აუდიტორს;
მეწარმეთა შესახებ

article  67

თ) საჭიროების შემთხვევაში − ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას;
    ი) გაყოფის შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას;
    კ) გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისთვის შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილების მიკუთვნებას და იმ კრიტერიუმს, რომლის საფუძველზედაც მიეკუთვნა მათ ისინი;
    ლ) წილის ნომინალურ ღირებულებას, რომელსაც მიიღებენ პარტნიორები შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში, თუ ასეთი ღირებულება გამოიყენება.
3. შერწყმის/გაყოფის გეგმას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც მისი განუყოფელი ნაწილია:
    ა) მიერთების ან შეძენით გაყოფის შემთხვევაში − შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტი;
    ბ) გაერთიანების ან დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტი.
მეწარმეთა შესახებ

article  67

4. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე აქტივი არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ეს აქტივი მიეკუთვნება ყველა შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას ან ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივების პროპორციულად.
5. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე ვალდებულება არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ყველა შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ამ ვალდებულებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მაგრამ არაუმეტეს გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივებისა.