Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
წიაღის შესახებ article 9 13. სამთო მინაკუთვნის ფარგლებში წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა სხვა პირებმა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის თანხმობით მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 17. აკრძალულია მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება ან მათ მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ზღვის სანაპირო დაცვის ზოლის საზღვრებში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაარღვევს მდინარის კალაპოტისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხალი, ხიდი, საყრდენი კედელი და ა.შ.) მდგრადობას, აგრეთვე კაშხლებიდან იმ მონაკვეთამდე, სადაც მდინარეს არ გააჩნია სათანადო რაოდენობის მყარი ნატანით მკვებავი დამატებითი შენაკადი. აკრძალულია აგრეთვე წიაღით სარგებლობა ამ მონაკვეთების მიმდებარე ჭალისზედა ტერასებზე მდინარის კალაპოტიდან 50 მეტრის ფარგლებში. მდინარის სხვა მონაკვეთებზე და მდინარეზე მოწყობილი წყალსაცავებიდან ინერტული სამშენებლო მასალების მოპოვება არ იკრძალება. |
წიაღის შესახებ article 9 წიაღით სარგებლობის ლიცენზირება. 1. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზირების საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 8. ნებადართულია ერთდროულად წიაღით სხვადასხვა სახის სარგებლობის (შესწავლა, დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, სამთამადნო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება და ა. შ.) ლიცენზიის გაცემა. |
წიაღის შესახებ article 9 11. სასარგებლო წიაღისეულის ერთი საბადო წიაღით რამდენიმე მოსარგებლემ უნდა დაამუშაოს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემით, რომელიც გამორიცხავს მის არარაციონალურ გამოყენებას. აღნიშნული პირობები ლიცენზიის გამცემის მიერ ფიქსირდება ლიცენზიაში და არის სალიცენზიო პირობა. თუ დადგენილი წესით ლიცენზიის ნაწილის გადაცემისას ან წიაღით სარგებლობისას გამოვლინდება ერთიანი ტექნოლოგიური სქემით წიაღით სარგებლობის აუცილებლობა, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემის გონივრულ ვადაში წარმოდგენის ვალდებულება. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ტექნოლოგიური სქემის არსებობისას წიაღით მოსარგებლეთა კოორდინაცია ან ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათი შეთანხმების საფუძველზე, დააკისროს ლიცენზიის მფლობელებს ან ერთ-ერთ მფლობელს. 12. ერთი და იგივე გეოლოგიური მინაკუთვნის საზღვრებში შეიძლება ჩატარდეს წიაღის შესწავლის სამუშაოები შესწავლის სხვადასხვა მიმართულების ლიცენზიებით გეოლოგიური მინაკუთვნის მფლობელთან შეთანხმებით. გეოლოგიურ მინაკუთვნში არ ჩაირთვება მის გაცემამდე დაძიებული საბადოები და მათი დამუშავებისათვის ცალკე ლიცენზიით გაიცემა სამთო მინაკუთვნები შესაბამისი უფლებებით სხვადასხვა ლიცენზიით. |