FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

თავდაცვის კოდექსი

article  43

სამხედრო წოდების მინიჭება.
1. რიგითის სამხედრო წოდება ენიჭება:
    ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს; ბ)  სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ იუნკერს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;
    გ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;
    დ) თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს, თუ მას სხვა სამხედრო წოდება არ აქვს;
    ე) პირს, რომელმაც დაასრულა სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა.
2. უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს:
    ა) რომელმაც დაასრულა უმცროსი სერჟანტის შესაბამისი კურსი. მისი გავლის საკითხები წესრიგდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
    ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა და რომელსაც მისი დასრულების დღისთვის მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდება;
    გ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში: გ.ა) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი და დანიშნული იყო სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე;
თავდაცვის კოდექსი

article  43

გ.ბ) გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ.გ) გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრების შესაბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე.
3. ლეიტენანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს:
    ა) რომელმაც დაასრულა სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
    ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და რომელმაც დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა;
    გ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, ამ პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარადგინა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი;
თავდაცვის კოდექსი

article  43

დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან საშტაბო თანამდებობაზე, სამსახურის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი.