Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 20 ქვეკონტრაქტორი. 1. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადის/წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ ასეთი კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 20 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ამოწმებს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის საფუძვლებს. თავდაპირველად წარდგენილი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს სხვა ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნისას – წარადგინოს დაზუსტებული ინფორმაცია. ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის დაუზუსტებლობის (მათ შორის, არასრულად დაზუსტების), მისი დაზუსტების შემდეგ ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაციის, სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარუდგენლობის ან/და სხვა ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების წარდგენის შემდეგ მისი/მათი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ახდენს ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციას. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 20 3. მიმწოდებელს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენება შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს. 4. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესაძლებლობებს ეყრდნობა, გამოიყენება აგრეთვე ამ კანონის 63-ე მუხლი. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები მხოლოდ ეკონომიკურმა ოპერატორმა შეასრულოს, რაც შესყიდვის პირობებში უნდა დასაბუთდეს. 6. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების შესახებ, რომლის წარდგენაც სავალდებულოა. 7. ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |