Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს პროკურატურის წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო. 6. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა იქნება გამოძახებული. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 8. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ შეიძლება ასევე აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის შეზღუდვა მათ მიერ მიცემული ჩვენების ან გაკეთებული დასკვნის გამო იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლისთვისაც იყვნენ ისინი გამოძახებული. 9. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ ბრალდებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე და არ იყო მითითებული გამოძახების შესახებ უწყებაში. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი 15 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი საქართველოში ყოფნის აუცილებლობა, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 -1. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა. 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საჭიროა საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით ამ პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანისათვის აუცილებელია მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის წერილობითი თანხმობა ან მისი ასლი. 4. საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 5. ამ მუხლის შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირი, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის შემთხვევაში, რჩება პატიმრობაში, თუ საქართველოს პროკურატურამ არ მოითხოვა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება. 6. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 7 უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან. |