FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  27

ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წესი.
1. წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების უფლება აქვს სერტიფიკატის მფლობელ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
2. წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის სავაჭრო სახელწოდებაში ან მასთან ერთად, აგრეთვე შეფუთვაზე ან რეკლამაში ან შეთავაზებაში, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ საქონელს, თუ:
    ა) საქონელში არ არის სხვა ინგრედიენტი, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი;
    ბ) გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ საქონელს ძირითადი მახასიათებლები შესძინოს;
    გ) საქონლის ინგრედიენტის პროცენტული მაჩვენებელი მიეთითება რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად, საქონლის სავაჭრო სახელწოდების სიახლოვეს, ხედვის ძირითად არეალში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ ინგრედიენტის გასწვრივ.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  27

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის (გარდა ღვინისა) ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს საქონლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. საქონლის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული ღვინის ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს ღვინის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. ღვინის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო.
5. ოფიციალური სიმბოლოს შავ-თეთრი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე სხვა ფერები წარმოდგენილი არ არის.
6. ოფიციალური სიმბოლო მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.