Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა. 1. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, საჯარო შესყიდვის გამოცხადების გარეშე აწარმოოს მოლაპარაკება ეკონომიკურ ოპერატორთან/ოპერატორებთან შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა და ხელახალი პროცედურის გამოცხადება ვერ ესწრება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებითად არ იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და მოთხოვნები, რომლებიც ღია პროცედურის ან შეზღუდული პროცედურის შესყიდვის პირობებით იყო განსაზღვრული; ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა ნებისმიერი შემდეგი გარემოების არსებობის გამო მხოლოდ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია: ბ.ა) შესყიდვის მიზანია უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნა ან შესყიდვა; ბ.ბ) ტექნიკური გარემოებების (მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების) გამო კონკურენცია არ არსებობს; ბ.გ) აუცილებელია ექსკლუზიური უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების) დაცვა; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 გ) შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი და წინასწარ უცნობი მიზეზით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გამო სხვა საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოყენებული ვერ იქნება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელოვნურად გამოიწვია; დ) საქონელი მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად, ექსპერიმენტის ან გამოკვლევის ჩასატარებლად ან განვითარებისთვის არის წარმოებული. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში დაუშვებელია ისეთი შესყიდვის ხელშეკრულების დადება, რომლის მიზანია საქონლის სერიული წარმოება, კომერციული რენტაბელურობის მიღწევა ან ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ხარჯების ანაზღაურება; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 ე) თავდაპირველი მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისგან შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვის მიზანია თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის ნაწილობრივ ჩანაცვლება ან ამ შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის დამატება და შესყიდვის ობიექტის სხვა მიმწოდებლისგან შესყიდვა გამოიწვევს თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესებას, მათ შორის, განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვას, რაც განაპირობებს შეუთავსებლობას ან შექმნის არაპროპორციულ ტექნიკურ სირთულეს შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ან მოვლა-შენახვის დროს. ასეთი შესყიდვის ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო მისი ღირებულება − თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულებას; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 ვ) შესასრულებელია ახალი სამუშაო ან გასაწევია ახალი მომსახურება, რომელიც თავდაპირველი მიმწოდებლისგან შესყიდული სამუშაოს ან მომსახურების იდენტურია. აუცილებელია, აღნიშნული სამუშაო ან მომსახურება შეესაბამებოდეს ძირითად სამუშაოს ან მომსახურებას, რომლის შესასყიდადაც დაიდო თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება. ძირითადი სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის პირობები უნდა ითვალისწინებდეს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, აგრეთვე წესებს, რომელთა შესაბამისადაც გამოყენებული იქნება ეს შესაძლებლობა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მონეტარული ზღვრების სწორად განსაზღვრისთვის თავდაპირველი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ღირებულება არ აღემატება თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულებას; ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 თ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეფორმებისა და სწავლების ცენტრი არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად საჯარო შესყიდვებს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში ახორციელებს; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო თეატრები, სახელმწიფო ორკესტრები, მუსიკალური ცენტრები, სახელოვნებო სასწავლებლები ან/და ანსამბლები ახორციელებენ სადადგმო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას; კ) ხორციელდება ლაბორატორიული მომსახურების არარეზიდენტი ეკონომიკური ოპერატორისგან შესყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბაზარზე შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია არ არსებობს ან არსებული ლაბორატორია ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, მიზანშეწონილი ალტერნატივა არ არსებობს და კონკურენციის არარსებობა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელოვნურად არ გამოუწვევია. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 3. შემსყიდველ ორგანიზაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად სააგენტოს თანხმობა სჭირდება. შემსყიდველ ორგანიზაციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით სააგენტოს თანხმობა სჭირდება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად, თუ იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად შესასყიდი საქონლის/სამუშაოს/მომსახურების ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია. სააგენტოსთან შეთანხმების პროცესი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარიმართება. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია ამ მიმართვასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოსთან იმავე წესით უნდა შეთანხმდეს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეთანხმებულ პირობებში ცვლილების შეტანა. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 33 4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში, თუ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჯამური ღირებულება: ა) 10 000 ლარზე ნაკლებია – საქონლის ან მომსახურების შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე ნაკლებია – სამუშაოს შემთხვევაში; ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ საჯარო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში; გ) 20 000 ლარზე ნაკლებია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. |