FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  327

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა.
1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  327

2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 16-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.