Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 20 პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები. 1. ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა. |
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 20 4. ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით. 5. ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე. 6. ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე. 7. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი. 8. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესებით დამატებით განსაზღვროს: ა) ადგილები, სადაც არ დაიშვება ძაღლის ყოფნა; ბ) სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც დასაშვებია ძაღლის გასეირნება საბლის გარეშე; გ) ცხოველის გასეირნების, მგზავრობის და ღონისძიებებში გამოყენების განსხვავებული წესი (მათ შორის, ალიკაპის გამოყენების წესი). |