FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  28

რკინიგზისა და ტვირთმიმღების მოვალეობები ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ.
1. ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, ჩამოიხსნას მოსახსნელი სამაგრი მოწყობილობები, წესრიგში იქნეს მოყვანილი მოუხსნელი სამაგრი მოწყობილობები, მათ შორის, ტურნიკები, დაიკეტოს კარები და ლუკები. ამ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს:
    ა) რკინიგზა, თუ ტვირთი გადმოიტვირთა რკინიგზის საშუალებებით;
    ბ) ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, თუ ტვირთი გადმოიტვირთა მისი საშუალებებით.
2. ვაგონის (კონტეინერის) გაწმენდას, გარეცხვას და ცხოველების, ფრინველების, ნედლი ცხოველური პროდუქტებისა და მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ მის დეზინფექციას ახორციელებს რკინიგზა ტვირთმიმღების ხარჯით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
3. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული, სპეციფიკური სუნის მქონე და გამაჭუჭყიანებელი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. თუ ტვირთმიმღებს არ გააჩნია ვაგონის (კონტეინერის) გარეცხვის შესაძლებლობა, მას ხელშეკრულების საფუძველზე რეცხავს რკინიგზა.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  28

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთმიმღებისაგან არ მიიღოს ვაგონი (კონტეინერი). ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.