Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 13 მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო. 1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი. 2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები; ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 4. სამხედრო ხომალდებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა) შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახვა სავალდებულოა. |
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 13 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. |