Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 60 ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები. 1. პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, აღარ არსებობს; ზ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა; თ) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული; ი) იგი გარდაიცვალა. 2. ლტოლვილზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისი ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ. 3. პირისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია. |