Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 29 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) უსკოს დადგენილება და განკარგულება, უსკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, უსკოს მდივნის განკარგულება, უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. 2. უსკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 29 3. უსკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უსკოს დადგენილებას ხელს აწერენ უსკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და უსკოს მდივანი. უსკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. აკრძალულია უსკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. უსკოს დადგენილების შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. უსკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უსკოს ვებგვერდზე უნდა განთავსდეს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 29 4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და უსკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 5. უსკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. 6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 29 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. |