FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  231

კოოპერატივში წევრის მიღება.
1. კოოპერატივის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრად მისაღებად აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე.
2. კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ხმათა უმრავლესობით. კოოპერატივის წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო კრებაზე.
3. კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა განახორციელოს კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაცია. კოოპერატივის წევრობა წარმოიშობა კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადების საფუძველზე მისი კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს კოოპერატივის წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად განახორციელებს დადგენილ შენატანს (შეიტანს პაის).
მეწარმეთა შესახებ

article  231

5. თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ კოოპერატივის წევრმა დამატებითი შენატანი სრულად ან შეზღუდულად, მხოლოდ საგარანტიო თანხის ოდენობით უნდა განახორციელოს, კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში უნდა აღინიშნოს, კოოპერატივის წევრი კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად სრულად განახორციელებს დამატებით შენატანს თუ გადაიხდის წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხას დადგენილი ოდენობით.