Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 2 კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“ დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს); დ-1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია – „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს); ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 2 ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას; თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; ლ) (ამოღებულია); მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო; ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 2 პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონელი – საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა. |