FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  21

საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება.
1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.
4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით. მუხლი 21-1. უპილოტო საჰაერო სისტემა და ხომალდები 1. უპილოტო საჰაერო სისტემა არის უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი, რომლის ბორტზე პილოტი არ იმყოფება.
3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  21

მუხლი 21-2. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი 1. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.
2. სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას.
3. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.
4. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.
5. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ მოთხოვნები და დეკლარაციის პირობები, ფრენის სახეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. მუხლი 21-3. საერთო დანიშნულების ავიაცია 1. საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია გულისხმობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი პირადი მიზნით ახორციელებს.
2. პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  21

მუხლი 21-4. პარაპლანით ფრენის რეგულირება 1. პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.
2. პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, პარაპლანის ვარგისობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) უნდა ჰქონდეს პარაპლანერიზმის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
    ბ) მისი, როგორც საზოგადოების, ორგანოს წევრი უნდა იყოს არანაკლებ 50 პირი;
    გ) უნდა ჰქონდეს პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის საჭირო  ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც იგი აწარმოებს შესაბამის რეესტრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი პარაპლანით ფრენით რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატების, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განხორციელებული განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია გამოავლინოს შესაბამისი წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთანავე, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლოვანებები განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, სააგენტო უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეაჩეროს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობა, რის შემდეგაც დაუშვებელია პარაპლანით ფრენა, ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. სააგენტოს მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენის აკრძალვის კონტროლს.
8. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენელი/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორი უფლებამოსილია რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე პარაპლანით ფრენის საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით ოპერირება.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული მოწმობით ფრენა, აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ ადგილზე პარაპლანით კომერციული ფრენა.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, აღკვეთოს არაკომერციული ფრენა, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ხორციელდება, აგრეთვე ნებისმიერი ფრენა, რომელიც გამოყოფილი შესაბამისი საჰაერო სივრცის მიღმა ხორციელდება.
13. სერტიფიცირებული საფრენი ადგილებისა და პარაპლანის ექსპერიმენტული და საჩვენებელი ფრენების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის ამ კანონის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი.
14. პარაპლანის მფრინავი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი სადაზღვევო პოლისი.
15. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მიღების მსურველ პირს უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი. აღნიშნული მოწმობის გაცემის მიმართ დამატებით მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
16. პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  21

მუხლი 21-5. პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის შემოწმების, საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთები 1. საფრენი ადგილის სერტიფიცირების საფასურია 3 000 ლარი.
2. პარაპლანის შემოწმების საფასურებია:
    ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 50 ლარი;
    ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 100 ლარი;
    გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 50 ლარი;
    დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 100 ლარი;
    ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 100 ლარი;
    ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 120 ლარი;
    ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი;
    თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 75 ლარი;
    ი) პარამოტორის ვარგისობის შემოწმებისა − 200 ლარი;
    კ) პარამოტორის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი.
3. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების საფასურია 1 500 ლარი.
4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 80 ლარი.
5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 180 ლარი.
6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების, აგრეთვე დაკარგული მოწმობის აღდგენის საფასურია 50 ლარი.
7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურია 350 ლარი ერთი ქვეკატეგორიისთვის.