Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 19 ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები. 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის, უარი თქვას ეკონომიკური ოპერატორის წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმა, მაგრამ შეუძლია საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველ ორგანიზაციას ასევე უფლება არ აქვს, შეზღუდოს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე მითითებით. 2. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს მხოლოდ ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია, შესყიდვის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების მიზნით შერჩევა-შეფასების განსახორციელებლად. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 19 3. განაცხადი/წინადადება შეიძლება წარადგინოს როგორც ეკონომიკურმა ოპერატორმა, ისე ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფმა. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფს განაცხადის/წინადადების წარდგენის წინაპირობად კონკრეტული სამართლებრივი ფორმით ორგანიზება განუსაზღვროს. ამასთანავე, ეს ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მოეთხოვოს კონკრეტული სამართლებრივი ფორმით ორგანიზება, თუ ეს შესყიდვის ხელშეკრულების ჯეროვნად შესასრულებლად აუცილებელია, რაც შესყიდვის პირობებში უნდა დასაბუთდეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფის დისკვალიფიკაციას. 4. თუ ეკონომიკური ოპერატორი, მისი თანამშრომელი ან განაცხადში/წინადადებაში მითითებული პირი მონაწილეობდა საჯარო შესყიდვის რომელიმე წინამორბედ ეტაპზე ან შესყიდვის პირობების შემუშავებაში, ეკონომიკურ ოპერატორს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს საჯარო შესყიდვის შემდგომ ეტაპებზე, თუ ამ შესყიდვის პირობებით ეკონომიკურ ოპერატორს სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, რითაც კონკურენცია იზღუდება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 19 5. შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთანავე იღებს სათანადო ზომებს, რათა იმავე პუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური ოპერატორის საჯარო შესყიდვაში მონაწილეობით კონკურენცია არ შეიზღუდოს. ეს ზომები გულისხმობს ამ ეკონომიკური ოპერატორის საჯარო შესყიდვის პროცედურის მომზადებაში მონაწილეობიდან გამომდინარე ინფორმაციის სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან გაცვლას, აგრეთვე განაცხადის/წინადადების მიღებისთვის ადეკვატური ვადის დადგენას. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის პროცედურიდან დისკვალიფიცირებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანასწორი მოპყრობის პრინციპის უზრუნველყოფის სხვა საშუალება არ არსებობს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს დისკვალიფიკაციამდე უნდა მისცეს საშუალება, წარადგინოს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას იმავე პუნქტით განსაზღვრულ საჯარო შესყიდვის პროცედურაში არ აქვს უპირატესობა, რომლის ქონაც თანასწორი მოპყრობის პრინციპზე გავლენას მოახდენდა. |