Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 133 თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება. 1. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ორგანოსთვის წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ: ა) იგი მოქცეული იყო სხვა საბაჟო პროცედურაში, რომელიც თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით დასრულდა. ამასთანავე, საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ამ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება; ბ) იგი შეტანილ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის დაბრუნების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები. |