FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საექიმო საქმიანობის შესახებ

article  20

სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა საბჭო. 2. საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
    ა) სამინისტროს წარმომადგენლები;
    ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები;
    გ) იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სამსახური;
    დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციათა წარმომადგენლები;
    ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;
    ვ) სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლები;
    ზ) სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლები.
5. საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად. 6. საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7. საბჭო:
    ა) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  20

ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში;
    გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;
    დ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების მექნიზმს.
    ე) უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზების, მართვისა და მონიტორინგის, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის შესწავლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.