Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 61 დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები. 1. პირს დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა შეუწყდება, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით; გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო; დ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს; ე) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით; ვ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა; ზ) მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა; თ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა; ი) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული; კ) იგი გარდაიცვალა. 2. დამატებითი დაცვის მქონე პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისთვის მიყენებული ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 61 3. პირისთვის მინიჭებული დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, შესაბამისად, დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტისა და დროებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია. |