Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 15 უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები. 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის; ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 15 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ შორის, ადგენდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლის საფუძველზედაც აღიარებული საინვესტიციო ფონდები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასა და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს. |