Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 66 გადაწყვეტილება შერწყმის/გაყოფის შესახებ. 1. შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრება. 2. დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება, ხოლო შეძენით გაყოფის შემთხვევაში მას იღებენ გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებები. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაერთიანების შემთხვევაში იღებენ გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები, ხოლო მიერთების შემთხვევაში − მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება და შემძენი სამეწარმეო საზოგადოება. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს. თუ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა კლასის აქციები აქვს გამოშვებული, შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი ყველა კლასის აქციების მფლობელთათვის ცალ-ცალკე ეყრება, თუკი მათ უფლებებზე გავლენას ახდენს ეს გადაწყვეტილება. |
მეწარმეთა შესახებ article 66 4. შერწყმის/გაყოფის შედეგად წარმოშობილი ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისა და რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოიყენება ამ კანონის შესაბამისი მოთხოვნები, თუ შერწყმასთან/გაყოფასთან დაკავშირებული ამ კანონის დებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |