Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 27 ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი. 1. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემზე გაგზავნოს სააგენტოს თანამშრომელი იმის შესამოწმებლად, რომ გემი ფლობს მოქმედ საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ მოწმობას და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციებს. ეს მოწმობა და დეკლარაციები გაცემული უნდა იყოს კონვენციის 5.1.3 წესის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს გემი, თუ ის აღმოაჩენს, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია, ან თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ არსებული შეუსაბამობა კონვენციის მოთხოვნების სერიოზული დარღვევაა, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციები წარდგენილი არ არის, გაყალბებულია, ვადაგასულია, არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას ან აკლია შუალედური შემოწმებების შესახებ ჩანაწერები; ბ) არსებობს აშკარა საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 27 გ) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კონვენციის მოთხოვნების შესრულების თავიდან ასაცილებლად გემმა დროშა შეცვალა; დ) არსებობს საჩივარი იმის თაობაზე, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის არსებობის შემთხვევაში გემის დეტალური შემოწმება უნდა განხორციელდეს კონვენციის A5-III დანართის შესაბამისად. შემოწმება უნდა შემოიფარგლოს საჩივრით გათვალისწინებული საკითხით, თუ არ არსებობს აშკარა საფუძველი შემოწმების არეალის გასაფართოებლად. 4. თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები სერიოზულ დარღვევას გამოავლენს, გემი არ უპასუხებს კონვენციის მოთხოვნებს და, სააგენტოს შეხედულებით, გემზე არსებული პირობები მეზღვაურთა სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის აშკარად საფრთხის შემცველია ან კონვენციის (მათ შორის, მეზღვაურთა უფლებების) სერიოზულ ან განმეორებად დარღვევაში გადაიზარდა, სააგენტო უფლებამოსილია გემს აუკრძალოს ზღვაში გასვლა, სანამ დარღვევა იმ დონემდე მაინც არ აღმოიფხვრება, რომ მეზღვაურთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას საფრთხე აღარ შეუქმნას. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 27 5. თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები დოკუმენტის სხვა პირის მიერ გამოყენებას ან გაყალბებულ დოკუმენტს გამოავლენს, უკანონო დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული. ამასთანავე, მეზღვაურის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ინფორმირებული უნდა იქნეს. 6. იმ პირის თანამდებობა, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უკანონო დოკუმენტს, მიიჩნევა ვაკანტურად მასზე სათანადოდ კვალიფიცირებული პირის დასაქმებამდე, რომელიც უპასუხებს უსაფრთხო მართვის მოთხოვნებს. 7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურების შედეგად განხორციელებული გემის დაკავების შესახებ დროულად ეცნობოს ყველა შესაბამის პირს, მათ შორის, ნავსადგურის ადმინისტრაციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, გემის დროშის სახელმწიფოს ეროვნულ სააგენტოს ან საქართველოში არსებულ გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას. |