Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 19 საქართველოს ნორმატიულ აქტებში საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 1. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, იხილავს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. 2. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. |