Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 68 სტანდარტის შემუშავება და მიღება. 1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. 2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ. 3. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 68 31. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს. 4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს. 5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი. |