Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 60 ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია. 1. სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ბავშვის ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის საზიანო ძალადობის ყველა ფორმის ეფექტიანი პრევენციისთვის. # 2. სახელმწიფო იღებს ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას. 3. ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვის, მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვისა და სხვა კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების შექმნით; ბ) მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მხარდაჭერა აღზრდის პოზიტიური, არაძალადობრივი მეთოდებისა და უნარების განვითარებით, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების, კონსულტაციის გაწევით და ინფორმაციის მიწოდებით; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 60 გ) განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სპორტის, კულტურისა და მართლმსაჯულების სფეროებში ბავშვთან და ბავშვის საკითხებზე მომუშავე პირების სპეციალიზებული სწავლება და ინფორმირება, მათ შორის, ბავშვისთვის უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცველი სოციალური ნორმების შეცვლის მიზნით; დ) ბავშვის მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების საკითხებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში; ე) სხვადასხვა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის მიზნით პოლიტიკის დოკუმენტების, პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის პრევენციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში კერძო სექტორის, მათ შორის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების, მონაწილეობის ხელშეწყობა; ზ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის ყველა ასპექტის გაშუქებასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში მედიის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ბავშვის პირადი ცხოვრების, კონფიდენციალურობის პრინციპისა და სხვა ეთიკური სტანდარტების დაცვით; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 60 თ) სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური სახსრებით, ამ ორგანიზაციების მიერ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით. 4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორების, მათ შორის, სხვადასხვა სახის სოციალური საფრთხის, სიღარიბის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის აღმოსაფხვრელად. 5. სახელმწიფო შეიმუშავებს და ახორციელებს ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადის ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისა და ძალადობრივი ქცევის მიზეზის აღმოფხვრისკენ მიმართულ სამედიცინო და ფსიქოსოციალური თერაპიისა და კონსულტაციის პროგრამებს. |