Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 59 კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე. 1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე. 2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია. 3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს პატენტით დაცული ობიექტის გამოყენების ფარგლები. 4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის ხელ-შეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია. 5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას. 6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას. 7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ პატენტის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს. 8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს რეესტრში. |