FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება.
1. თუ ამ კანონში სხვაგვარად არ არის მითითებული, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) რეგლამენტი − წესები, რომლებიც მოცემულია კონვენციის დანართებში;
    ბ) სანაპირო ნაოსნობა − ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;
    გ) საერთაშორისო ნაოსნობა − ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;
    დ) ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე − გემის ყველა მთავარი ამძრავი მექანიზმის მიერ უწყვეტად გამომუშავებული მაქსიმალური სიმძლავრე კილოვატებით, რომელიც მოცემულია გემის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში;
    ე) რადიომორიგეობა − ვახტის გაწევა და რადიოაღჭურვილობის ექსპლუატაცია და მომსახურება რადიოწესების, SOLAS-ის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    ვ) ნავთობმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია და გამოიყენება ნავთობისა და თხევადი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად;
    ზ) ქიმმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „თხევადი ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო კოდექსის“ (IBCC) (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-17 თავში მითითებული ნებისმიერი ნივთიერების თხევადი სახით გადასაზიდად;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

თ) თხევადი აირმზიდი ტანკერი − გემი, რომელიც აგებულია ან შესაბამისად ადაპტირებულია და გამოიყენება „აირის საერთაშორისო გადაზიდვის კოდექსის“ (შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით) მე-19 თავში მითითებული ნებისმიერი აირის თხევადი სახით გადასაზიდად;
    ი) სამგზავრო გემი − სამგზავრო გემი SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;
    კ) RO-RO სამგზავრო ტიპის გემი − სამგზავრო გემი საბორნე-სატვირთო განყოფილებით ან სპეციალური კატეგორიის განყოფილებებით, SOLAS-ის კონვენციის განმარტების შესაბამისად;
    ლ) ფუნქცია − გემის ექსპლუატაციის, ზღვაზე უსაფრთხოების ან ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ამოცანათა, ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა STCW-ის კოდექსის შესაბამისად;
    მ) პასუხისმგებლობის დონე STCW-ის კოდექსთან მიმართებით − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც განსაზღვრულია STCW-ის კოდექსით და რომელიც მოიცავს: მ.ა) მართვის დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემის კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო ფუნქციების შესრულებასთან;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

მ.ბ) ექსპლუატაციის დონეს − პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან რადიოოპერატორის მიერ, მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით სათანადო ფუნქციების შესრულებასთან; მ.გ) დამხმარე დონეს – პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია გემზე რიგითი შემადგენლობის მიერ, მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მომუშავე პირის მითითებით, დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან;
    ნ) დამტკიცებული – ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს მიერ დამტკიცებული;
    ო) კომპანია − გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე;
    პ) კომპეტენციის სერტიფიკატი − კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჟ) კვალიფიკაციის სერტიფიკატი − მეზღვაურზე გაცემული სერტიფიკატი, გარდა კომპეტენციის სერტიფიკატისა, რომლის თანახმად, დაკმაყოფილებულია წვრთნის, კომპეტენციის ან საზღვაო გამოცდების თაობაზე ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები;
    რ) დოკუმენტური დასაბუთება − საბუთები, გარდა კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატებისა, რომელთა თანახმად, დაკმაყოფილებულია ამ კანონითა და კონვენციით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები;
    ს) დადასტურების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი;
    ტ) სერტიფიკატის აღიარება − სააგენტოს მიერ კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება;
    უ) ნაოსნობის სტაჟი – კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად;
    ფ) თვე − კალენდარული თვე ან 30 (ოცდაათი) დღე 1 თვეზე ნაკლები პერიოდებისთვის;
    ქ) კონვენციის წევრი ან წევრი სახელმწიფო − კონვენციის წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც კონვენცია ძალაშია;
    ღ) კონვენცია − „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ყ) STCW-ის კოდექსი − კონვენციის წევრი სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსი, განახლებული ვერსიით;
    შ) SOLAS-ის კონვენცია − „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც მოიცავს 1978 და 1988 წლების ოქმებს, განახლებული ვერსიით;
    ჩ) ISM-ის კოდექსი − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A741 (18) რეზოლუციით დამტკიცებული „გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ მართვის“ საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;
    ც) რადიოწესები − „საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული და ძალაში მყოფი წესები;
    ძ) ISPS-ის კოდექსი − SOLAS-ის კონვენციის ხელშემკვრელი მთავრობების კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „გემებისა და ნავსადგურის აღჭურვილობების უშიშროების შესახებ“ 2002 წლის 12 დეკემბრის საერთაშორისო კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;
    წ) გემის უშიშროების ოფიცერი − კომპანიის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია კაპიტნის წინაშე და პასუხისმგებელია გემის უშიშროებაზე, მათ შორის, გემზე უშიშროების სისტემის დანერგვასა და განხორციელებაზე, კომპანიისა და ნავსადგურის უშიშროების ოფიცრებთან კავშირზე;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჭ) უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულებები − გემზე უშიშროებასთან დაკავშირებით შესასრულებელი ყველა დავალება და ვალდებულება, SOLAS-ის კონვენციის XI−2 თავის და ISPS-ის კოდექსის შესაბამისად;
    ხ) მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი − სააგენტოს მიერ დამტკიცებული სააღრიცხვო წიგნაკი, რომელიც არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი − მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი, რომლის ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველია;
    ჰ) GMDSS-ის რადიოოპერატორი − პირი, რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის IV თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ჰ-1) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს; ჰ-2) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჰ -3) შესაბამისად კვალიფიციური აკადემიური პერსონალი − პირი, რომელიც აკმაყოფილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან/და რომელსაც აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე; ჰ-4) ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი – პირი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია მეზღვაურთა კონკრეტული ტიპისა და დონის წვრთნისა და კომპეტენციის შეფასებისათვის კონვენციის I/6 რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჰ-5) შესაბამისად კვალიფიციური ინსტრუქტორი − პირი, რომელსაც აქვს მართვის დონის კომპეტენცია და რომელიც ფლობს უმაღლესი განათლების დიპლომს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია მეზღვაურის წვრთნაზე, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის შესაბამისად სერტიფიცირებასთან. მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 6 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები; ჰ ​ 6) დიპლომი – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჰ-7) საერთო ტევადობა – ტევადობა, როგორც ეს განმარტებულია „სატვირთო მარკის შესახებ“ 1966 წლის კონვენციაში;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჰ -8) შესაბამისი საზღვაო განათლება – საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას; ჰ-9) საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულება – ამ კანონის მიზნებისათვის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ჰ-10) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება – ამ კანონის V თავის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული მეზღვაურთა წვრთნის (მათ შორის, მეზღვაურთა სამედიცინო მომზადების) განმახორციელებელი დაწესებულება; ჰ-11) პოლარული კოდექსი − პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციის საერთაშორისო კოდექსი, რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.1 რეგლამენტით;
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

article  3

ჰ-12) პოლარული წყლები − არქტიკული წყლები ან/და ანტარქტიკის არეალი, რომლებიც/რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.2−XIV/1.4 რეგლამენტებით; ჰ-13) მოწვეული ექსპერტი − მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესის მონაწილე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.
2. ამ კანონის მიზნებისათვის კონვენცია და STCW-ის კოდექსი გამოიყენება მათი უახლესი რედაქციებით.