FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  17

ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა.
1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ექსტრემალური ვითარების და მისგან გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა ხორციელდება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და რომელზე რეაგირებაც დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალის, იარაღის ან სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან, სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს რეაგირებას.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარება იმართება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.
4. ეროვნული სიტუაციური ოთახით სარგებლობის უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მიეცეთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს.