FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

article  8

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია.
1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას, წარმოებასა და რეალიზაციას, პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის წინაშე იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
2. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
3. ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების რეალიზაცია დაუშვებელია და ისინი ექვემდებარება სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას. მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.