Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 80 თბილისის რაიონის გამგეობა. 1. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა). 2. რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. 3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 4. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი). რაიონის გამგებელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 5. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. |