Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნოტარიატის შესახებ article 50 სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი. 1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია. 2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი. 3. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება. 4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ანდა სხვა მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით და იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა. |
ნოტარიატის შესახებ article 50 5. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, ნოტარიუსმა მას უნდა წაუკითხოს შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბამის დოკუმენტში. |