FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  2

ნ) მსგავსი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც არის შესწავლის ობიექტის იდენტური, ანუ ყოველმხრივ ამ პროდუქტის მსგავსი, ხოლო ასეთი პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში − პროდუქტი, რომელიც ყოველმხრივ შესწავლის ობიექტის მსგავსი არ არის, მაგრამ აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან წააგავს შესწავლის ობიექტის მახასიათებლებს;
    ო) დემპინგი − შესწავლის ობიექტის ადგილობრივ ბაზარზე ნორმალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად განთავსება. დემპინგის შემთხვევაში შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასზე ნაკლებია;
    პ) ნორმალური ღირებულება − ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო ასეთი ფასის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამის მესამე ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებისას მსგავსი პროდუქტის შესადარებელი ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში.
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  2

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ადგილობრივი  ინდუსტრია  −  ყველა მწარმოებელი, რომლებიც საქართველოს  საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) აწარმოებენ მსგავს პროდუქტს, ან მსგავსი პროდუქტის მწარმოებელთა ერთობლიობა, რომელთა წარმოების საერთო წილი შეადგენს მთლიანი ადგილობრივი წარმოების ძირითად ნაწილს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებლები ამავდროულად არიან შესწავლის ობიექტის იმპორტიორები ან შესწავლის ობიექტის იმპორტიორთან ან ექსპორტიორთან დაკავშირებული პირები, − დანარჩენ მწარმოებელთა ერთობლიობა;
    ბ) დაკავშირებული პირები ­− „ადგილობრივი ინდუსტრიის“ განსაზღვრების მიზნებისთვის, პირები ჩაითვლებიან დაკავშირებულ პირებად, თუ: ბ.ა) ერთი პირი პირდაპირად ან ირიბად აკონტროლებს მეორეს; ბ.ბ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი;
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  2

ბ.გ) ორივე პირი ერთად პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირს, ამასთანავე, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ასეთი ურთიერთობის გავლენით უზრუნველყოფილია დაკავშირებული მწარმოებლის არადაკავშირებული მწარმოებლისგან განსხვავებული ქცევა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ ერთი პირი აკონტროლებს მეორეს, როდესაც პირველს სამართლებრივად ან ოპერაციულად ისეთი პოზიცია უკავია, რომლითაც შეუძლია მეორის შეზღუდვა ან მისთვის მითითების მიცემა;
    გ) ანტიდემპინგური ღონისძიება − წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი;
    დ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოიღება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან/და უზრუნველყოფის ფორმის სახით, შესწავლის პერიოდში ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტით მისაყენებელი ზიანისგან დაცვის მიზნით;
    ე) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის საფუძველზე;
    ვ) ექსპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს;
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  2

ზ) იმპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტს ახორციელებს;
    თ) დაინტერესებული პირები − დაინტერესებულ პირებად ჩაითვლებიან შემდეგი პირები: თ.ა) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი, იმპორტიორი, უცხოელი მწარმოებელი; თ.ბ) სავაჭრო გაერთიანება ან ბიზნესგაერთიანება, რომლის წევრთა უმრავლესობა არის შესწავლის ობიექტის მწარმოებელი, ექსპორტიორი ან იმპორტიორი; თ.გ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობა; თ.დ) მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი; თ.ე) მომხმარებელთა გაერთიანება; თ.ვ) მწარმოებელი, რომელიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებს;
    ი) ვაჭრობის ჩვეულებრივი პირობა − მსგავსი პროდუქტის თვითღირებულებაზე არანაკლებ ფასად ყიდვა/გაყიდვა;
    კ) დემპინგური ზღვარი − ნორმალურ ღირებულებასა და საექსპორტო ფასს შორის სხვაობა, რომელიც საექსპორტო ფასის მიმართ პროცენტული მაჩვენებლით არის გამოსახული;
    ლ) ზიანი − ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ან მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე, რომელიც აშკარად გარდაუვალია;
    მ) შესწავლის ობიექტი − იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც შესწავლას ექვემდებარება და მითითებულია შესწავლის დაწყების შესახებ დოკუმენტში;