FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

article  20

აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები.
1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები.
3. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის ჩატარების მიზნით:
    ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების ასლები;
    ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია;
    გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა კერძო სამართლის სუბიექტისა;
    დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

article  20

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია ცალკეული გადასახადის გადამხდელების შესახებ მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

article  20

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.
6. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან:
    ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
    ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
    გ) უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე;
    ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;
    ვ) დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი;
    ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში.