FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  11

სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.
3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ:
    ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
    ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
    ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
    ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
    გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია;
    დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;
    ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;
    ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  11

5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.
6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისი ამოღებისათვის, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიუხედავად, უვნებელი არ არის. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.