FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  122

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ფუნქციები.
1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში):
    ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებას ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
    ბ) აღრიცხავს ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად;
    გ) ამზადებს საქართველოში და მისი საზღვრების გარეთ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს, დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად;
    დ) დროულად წარუდგენს გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს;
    ე) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
    ვ) აქვეყნებს ელექტროენერგიის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას.
2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს თავისი კომპეტენციის შესაბამისი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების საფუძველზე.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  122

3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ელექტროენერგეტიკული საწარმოები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.