Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 17 სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. 1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვას გასცემს: ა) სამინისტრო; ბ) მუნიციპალიტეტი (ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე). 3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ერთოდეს: ა) საქმიანობის მოკლე ტექნიკური (ტექნოლოგიური) დახასიათება; ბ) წყალსარგებლობის პარამეტრები; გ) წყალსარგებლობის სისტემის სქემატური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, წყლის აღების წერტილების კოორდინატებისა და წყალსადინარების (ბუნებრივ ან ხელოვნურ კალაპოტებში რელიეფის დახრილობის მიხედვით გამდინარე წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული, ღელე, ხევი, არხი)) მოხაზულობის დატანით; ე) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი(ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური) დახასიათება. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 17 4. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ჩამდინარე წყალთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების (შემდგომ − ზდჩ-ის ნორმები) პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიურ და ხარისხობრივ(ჰიდროქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ) დახასიათებას; ბ) მოკლე ცნობებს წყალმოსარგებლის თაობაზე (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.); გ) საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათებას, ჩამდინარე წყლის წყაროების აღწერას ჩაშვების წერტილის GPS კოორდინატების (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში) მითითებით, მათ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს; დ) გამწმენდ ნაგებობათა სიმძლავრეს და გაწმენდის პარამეტრებს; ე) ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშებას; ვ) ჩამდინარე წყლის ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებებს; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 17 ზ) ზდჩ-ის ნორმების დაცვის კონტროლს (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხებს, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრებს და სინჯების აღების პერიოდულობას); თ) ზდჩ-ის ნორმების დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებათა გეგმას. 5. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას მუნიციპალიტეტი გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყალაღებაც და წყალჩაშვებაც ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსს უკავშირდება (გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობისა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობისა). სხვა შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას გასცემს სამინისტრო. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 17 7. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. წყლის რესურსების სარგებლობაში გადაცემისას მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ნებართვის გაცემისას სამინისტრო ამოწმებს, მუნიციპალიტეტის მიერ ხომ არ იგეგმება წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს. 8. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა შესაბამისი, მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმისა და მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინებით, მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებით მტკიცდება. 9. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 17 10. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |