Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 38 საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები. 1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე) საფუძველზე. შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკის დონე.“. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების ან რისკის დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 38 4. საზედამხედველო ორგანომ რისკის დონე უნდა განსაზღვროს სათანადო პერიოდულობით და ანგარიშვალდებული პირის მფლობელობის ან კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ან საქმიანობაში არსებითი ცვლილების განხორციელებისას. რისკის დონის განსაზღვრისას საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია. 5. საზედამხედველო ორგანო გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე. 6. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. |