Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 14 ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები. 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის ეროვნული ბანკის მიერ დანიშვნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მეორედ უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 14 3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციისთვის, მისი აქტივების განკარგვისა და ინვესტორთა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ქმედებები. ლიკვიდატორი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 14 4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებების გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები არ იცვლება. 5. ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 14 6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდაციის დაწყებამდე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სახელით განხორციელებული შემდეგი ქმედებები და მოითხოვოს მათი ბათილობა: ა) ქმედება, რომლის მიზანია სალიკვიდაციო მასის შემცირება, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა ლიკვიდაციისას კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის; ბ) ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებამდე განხორციელდა და რისი შედეგიცაა სალიკვიდაციო მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება; გ) ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული იყო. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 14 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი განხორციელდა ლიკვიდაციის დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება, რომელიც სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი ლიკვიდაციის დაწყებამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. |