Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კონკურენციის შესახებ article 16 უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება. 1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. 2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით. 3. სააგენ ტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. 41. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოში დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას, კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და სათანადო დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. |
კონკურენციის შესახებ article 16 42. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას. 43. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას. 5. სააგენ ტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის. |
კონკურენციის შესახებ article 16 6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის. 8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. 10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. |