Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 200 ორდენის ან ჯილდოს შემოტანა. თუ შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას, რომ საქონელი სამეწარმეო მიზნით არ არის შემოტანილი, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მთავრობამ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს; ბ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჯილდოს სახით გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს ხელოვნების, მეცნიერების ან სპორტის სფეროში ან საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის ან კონკრეტული დამსახურების აღიარების ნიშნად და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თვით ამ პირმა შემოიტანა; გ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო სახელმწიფომ ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებულმა პირმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 200 დ) სიმბოლური მნიშვნელობისა და მცირე ღირებულების ჯილდო, პრიზი ან სუვენირი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის კონფერენციის ან ანალოგიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასაცემად, თუ მისი საცალო ღირებულება და სხვა მახასიათებლები მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს. |