FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  63

აღსრულების სახეები.
1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).
2. კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე.
3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს, რამდენჯერმე მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის სხვა სახით შეცვლა, მათ შორის, აღსრულების სახის შეცვლამდე გამოყენებული აღსრულების სახის გამოყენება.